ჩვენი ბრენდი

ხელნაკეთი ვინტაჟური ავეჯი თქვენს სივრცეს განუმეორებელ სიმყუდროვეს შესძენს და ამასთანავე ყოველთვის დაიმსახურებს მნახველთა ყურადღებასა და ინტერესს, რადგან ვინტაჟი დღეს დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სტილია.

სტილი, რომელშიც ძველებური ელემენტები თანამედროვე ინტერიერს ორგანულად ერწყმის. სწორედ ამიტომაა ვინტაჟი ძალიან პოპულარული მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოში კი შედარებით ახალი ტრენდია.  
ჩვენი ავეჯი მხოლოდ ხის უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, ხელით მზადდება.
გამოყენებული მასალები როგორც ახალი, ასევე 100-150 წლამდე დაძველებისაა და სწორედ ასეთი, უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვანი ნედლეულის ხელით დამუშავება იძლევა განუმეორებელი ნაკეთობის მიღების გარანტს.
ნივთი, რომელსაც „TABURET”-ში დაგიმზადებენ, იქნება უნიკალური და ერთადერთ ეგზემპლარად შესრულებული მხოლოდ თქვენთვის, არავითარი სერიული წარმოება!
ჩვენთან ავეჯის დამზადება თქვენი სურვილებისა და ფანტაზიის გათვალისწინებითაც შესაძლებელია, რაც შეუზღუდავ თავისუფლებას მოგანიჭებთ მიიღოთ სწორედ ისეთი ძველებური ავეჯი, როგორიც თქვენ გსურთ. ხოლო თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რა მოუხდება თქვენს სახლს, კაფეს, სასტუმროსა თუ ოფისს, ჩვენი გამოცდილი დიზაინერები სიამოვნებით დაგეხმარებიან თქვენი სივრცის გალამაზებასა და თუნდაც ერთი ვინტაჟური ნივთით სასურველი ეფექტის მიღებაში.

აღსანიშნავია, რომ მითითებულ ფასებში შედის პროდუქციის მიწოდების საფასური, თბილისის მასშტაბით.

 

კომენტარის დამატება